ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კადეტთა ლიცეუმის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 25, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, პროექტის “მომავლის ელჩები” ფარგლებში კადეტთა ლიცეუმის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მოსწავლეებს ცენტრი საქმიანობა გააცნო და პანდემიის პერიოდში დაგეგმილ აქტივობებზე ესაუბრა. შეხვედრაზე პრეზენტაციები წარადგინეს გოგებაშვილის სახელობის N1 სკოლისა და  კადეტთა ლიცეუმის მოსწავლეეებმა. მათ თანატოლებს ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორია, გაფართოების ფაზები და პარტნიორობის მექანიზმები გააცნეს. ასევე, ისაუბრეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი “მომავლის ელჩები” ქუთაისის მერიისა და რეგიონალური ინიციატივების ცენტრის „ნათელი მომავალი“ მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელშიც 20 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. წლის მანძილზე სკოლის კურსდამთავრებულები ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თანატოლებს თავად მოუყვებიან და მომზადებულ პრეზენტაციებს სკოლებში წარადგენენ.

შეხევდრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის  “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა  სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.