ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
მარტი 24, 2021
24.03.21 – სოფელი ჭარნალი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულმა ბიუროს ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებითა და სტრატეგიული პარტნიორობით ჩვენი ქვეყნისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე, კერძოდ იმ პროგრამებზე, რომლებში ჩართულობაც თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებს. დისკუსიის ფარგლებში ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.
შეხვედრას, რომელიც სამოქალაქო განათლების პედაგოგის ნატალია ქადაგიძის ინიციატივით შედგა, ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ბერიძე ესწრებოდა, რომელმაც ევროინტეგრაციის საკითხებზე ახალგაზრდების სწორად ინფორმირების საკითხებზე და უახლესი გზავნილების მიწოდების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.