ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ხულოს მუნიციპალიტეტის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 12, 2021

12.02.21 – სოფელი ბოძაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე. მომხსენებელმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდას, მის ნეგატიურ გავლენებს საზოგადოებაზე და მასთან გამკლავების გზებსა და მეთოდებს. ახალგაზრდები დაინტერესდნენ ევროკავშირის მიერ დაფინასებული საგანმანათლებლო პროგრამებით, შესაძლებლობებითა და შერჩევის კრიტერიუმებით.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.