ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 27, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ კახეთის რეგიონულმა ბიურომ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ლაგოდეხის ახალგაზრდული ცენტრი’’ წევრებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა. დისკუსიის მონაწილეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მნიშვნელობაზე მიიღეს ინფორმაცია, მიმოიხილეს გეოპოლიტიკური კონტექსტები და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დინამიკა.