ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ლეჩხუმის სკოლების პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 18, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ლეჩხუმის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ მონაწილეებს ნატოს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.