ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 31, 2021

31.03.21 – ლენტეხი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ლეენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მონაწილეებს ნატოს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.