ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ლენტეხის საჯარო სკოლების პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 25, 2021

25.02.21 – ლენტეხი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკასა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე. მომხსენებელმა, ასევე, ხაზი გაუსვა მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართვის მნიშვნელობას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოდეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.