ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 24, 2021

24.02.21 – სოფელი ნახუნაო და მუხურჩი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების ნახუნაოსა და მუხურჩის საჯარო სკოლების მასწავლებლებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ნატოს ისტორიაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხეებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.