ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მცხეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 17, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენლებმა ანა ცანავამ და მარიკა ვაჭარაძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
საინფორმაციოცენტრის წარმომადგენლებმა პროექტი “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” გააცნეს. ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და სავაჭრო ეკონომიიკურ ურთიერთობებზე. ასევე, ნატო საქართველოს პარტნიორობის ეტაპებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს სამშვიდობო მისიებზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო თემატური მასალები, ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა ბიბლიოთეკას ნატო-ევროკავშირის გზამკვლევი გადაეცათ.
შეხვედრას მუნიციპალიტეტში არსებული ბიბლიოთეკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.