ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 17, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლის დირექციის ჩართულობით პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის, ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზეპროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” მიმდინარეობაზე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გაახვილა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალა გადაეცათ.

შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.