ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 18, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანა ცანავამ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხეებზე.
შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.