ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქალაქ ნინოწმინდაში შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 4, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ორგანიზებითა და ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის ჩართულობით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოხალისეებთან ქ. ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის ოფისში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, ასევე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითებსა და საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა, შეხვედრის დასასრულს კი მოსწავლეებს თემატური საინფორმაციო მასალა გადაეცათ.