ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქობულეთის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა
იანვარი 31, 2020
საგარეო საქმეთა სამონისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მომხსენებელმა ევროკავშირისა და ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, მათი ფუნქციონირების მიზნებსა და პრინციპებზე, აგრეთვე საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას, უვიზო მიმოსვლის წესების, დარღვევების გამოვლენასა და მათ პრევენციას. დასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება რეგიონებში და ახალგაზრდებში გარკვეული სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება. ყურადღება, ასევე, გამახვილდა ყალბი ინფორმაციის გადამოწმების ხერხებსა და მეთოდებზე.
შეხვედრის დასასრულს, აქტიურ მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის თემატური მასალები გადაეცათ.