ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქუთაისის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 25, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით პროექტის “მომავლის ელჩები” ფარგლებში ქუთაისის N 7 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ცენტრის წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე მოსწავლეებს ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებზე და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს ამ მიმართულებით სთავაზობს. შეხვედრაზე პრეზენტაციები წარადგინეს N7 და N41 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და თანატოლებს ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორია, გაფართოების ფაზები და პარტნიორობის მექანიზმები გააცნეს. ასევე, ისაუბრეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებს თემატური მასალები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი “მომავლის ელჩები” ქუთაისის მერიისა და რეგიონალური ინიციატივების ცენტრის „ნათელი მომავალი“ მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელშიც 20 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. წლის მანძილზე სკოლის კურსდამთავრებულები ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თანატოლებს თავად მოუყვებიან და მომზადებულ პრეზენტაციებს სკოლებში წარადგენენ.