ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქუთაისის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა
იანვარი 29, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით “ნატოს სკოლის” ფარგლებში ქუთაისის #12 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მოსწავლეებს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობისა და უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე ესაუბრა. შეხვედრაზე პრეზენტაციები წარადგინეს N12 და N38 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. მათ თანატოლებს ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორია, გაფართოების ფაზები და პარტნიორობის მექანიზმები გააცნეს.
აღსანიშნავია რომ “ნატოს სკოლა” ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელშიც 20 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. წლის მანძილზე სკოლის კურსდამთავრებულები ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თანატოლებს თავად მოუყვებიან და მომზადებულ პრეზენტაციებს სკოლებში წარადგენენ.