ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქუთაისის სკოლის პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
ნოემბერი 30, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებითა და ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით პედაგოგებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, გამოწვევებსა და არსებულ რეალობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლაზე, პროგრამის Enpard ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებსა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.