ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქუთაისის უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

ნოემბერი 27, 2021

27.11.21 – ქუთაისი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით წერეთლის სახელმწიფო და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარძემ გახსნა და სტუდენტებს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, სტუდენტებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ქრონოლოგიასა და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა გაწევრიანების ეტაპებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

სალექციო ნაწილის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატეტის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.