ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე რუსთავის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
ოქტომბერი 13, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ქალაქ რუსთავის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითები. საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა მონაწილეებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღებული სიკეთეები, გატარებული რეფორმები და მიღწეული წარმატებები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს დისკუსიის ფორმატში მოსწავლეებმა განიხილეს საზოგადოებისა და მედიის მიერ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში გავრცელებული მცდარი შეხედულებები.