ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა

იანვარი 30, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, მოწვეულმა ექსპერტმა, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) დირექტორის მოადგილემ ნათია გვენეტაძემ და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანა ცანავამ შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე,  რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სფეროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,  მოწვეულმა ექსპერტმა  საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანა ცანავამ   ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მიმდინარე პროექტის შედეგებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.