ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შუახევის მუნიციპალილეტის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
ნოემბერი 30, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ასოცირების ხელშეკრულების 6 წლის შედეგად მიღწეულ წარმატებებზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებში ჩართულობაც თითოეული მსურველისთვის არის შესაძლებელი. მომხსენებელმა, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე, მითებსა და რეალობაზე ისაუბრა.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.