ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ალპანას საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

იანვარი 29, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანას საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს ნატოს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე. დისკუსიის რეჟიმში მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე.

შეხვედრის დასასულს მონაწილეებს გადაეცათ თემატური საინფორმაციო მასალა.

შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.