ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ასურეთში შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 3, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ევროპული გაერთიანებისა და გაფართოების ისტორია, ასევე, ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხლეშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე ისაუბრა. შეხვედრის მეორე ნაწილი კი, ნატო – საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელოვან მიღწევებსა და ინტეგრაციის მექანიზმებზე საუბარს დაეთმო. დისკუსიის ფორმატში მსმენელებმა დასვეს შეკითხვები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე და თანმდევ გამოწვევებზე.

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.