ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ცურტავის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა
იანვარი 31, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით სოფელ ცურტავის საჯარო სკოლაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებისათვის სოფელ ცურტავსა და ფარიზში, ამავე სოფლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ევროპული გაერთიანებისა და გაფართოების ისტორია. ყურადღება გამახვილდა თავისუფალ ვაჭრობასა და უვიზო მიმოსვლის საკითხებზე. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს Erasmus + ის პროგრამის შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია.
პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.