ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ძველ ქანდაში შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 18, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ძველი ქანდის საჯარო სკოლის დირექციის ჩართულობით პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, პროექტი “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” გააცნო. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებსა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო თემატური მასალები და სკოლის ბიბლიოთეკას ნატო-ევროკავშირის შესახებ გზამკვლევი გადაეცათ.

შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.