ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ გოროვანში შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 18, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით სოფლის მოსახლეობისათვის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოროვანში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
მომხსენებელმა, სოფელ გოროვანის მოსახლეობას პროექტი “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” გააცნო და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ნატო საქართველოს პარტნიორობის ეტაპებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. ყურადღება, ასევე, გამახვილდა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილებს საინფორმაციო თემატური მასალები გადაეცათ.
შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.