ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ჯვარცხმაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 26, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, სამსონ სიამაშვილმა ნატოსა და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირზე გავრცელებულ მითებსა და დეზინფორაციას. აღინიშნა ევროკავშირში სოციალური ინსტიტუტების დაცულობის მაღალი დონე და სტანდარტი.
შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.