ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ კორცხელის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 19, 2021

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ნატოს მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.