ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ მუხრანის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 18, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობები და უვიზო მიმოსვლის ძირითადი საკითხები.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.