ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 20, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებს, სარგებელსა და გამოწვევებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.