ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 5, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ანა ცანავამ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მომხსენებელმა ყურადღება, ასევე, გაამახვილა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითებზე, საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხეებზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალა გადაეცათ.
შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.