ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ პირველი ობჩის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 4, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებითა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ სოფელ პირველი ობჩის მოსახლეობასთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის წარმაომადგენელი თემში და მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდა.

მომხსენებელმა მონაწილეებს პროექტი “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” გააცნო. ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებsa და სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს. ყურადღება, ასევე, გაამახვილა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.