ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა
იანვარი 30, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ნატოს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებს, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს. დისკუსიის რეჟიმში მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ თემატური საინფორმაციო მასალა.
შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.