ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ შუა ხორგის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა
იანვარი 29, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ანა ცანავამ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგის საჯარო სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ნატოსა და ევროკაშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატოს ისტორიაზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად მიღებულ სარგებელს, უვიზო მიმოსვლასა და ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.დისკუსიის ნაწილში შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებითა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხებით.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალა გადაეცათ.
შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.