ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ წეროვანის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 17, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის N3 საჯარო სკოლაში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პროცესების მნიშვნელობაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბარა.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.