ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ წეროვანში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 17, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა თეონა ზურაბაშვილმა და სალომე აბულაძემ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, ასევე, უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.