ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ზოვრეთის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 26, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ჩართულობითა და ადგილობრივი თვითმართველობის, მერის რწმუნებულის თემში და მაჟორიტარი დეპუტატის ორგანიზებით საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ნატო საქართველოს პარტნიორობაზე და გამოწვევებზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სესრულებასა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.