ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 26, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლის 9-11 კლასის მოსწავლეებისა და დირექციის წარმომადგენლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე მოსწავლეებს ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს ამ მიმართულებით სთავაზობს. საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიას, გაფართოების ფაზებსა და პარტნიორობის მექანიზმებს. ასევე, ისაუბრეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.