ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელი ბაშის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 7, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებითა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაშის ადგილობრივ მოსახლეობასთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაიო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მომხსენებელმა მონაწილეებს პროექტი “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” გააცნო. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე და სავაჭრო-ეკონომიიკურ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო თემატური მასალები გადაეცათ.

საინფორმაციო შეხვედრას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი თემში და მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდნენ.

შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.