ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელი ლეღვას სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

დეკემბერი 10, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას მე-2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ევროკავშირისა და ნატოს დაარსების, ფუქნციონირების, მიზნებისა და პრინციპების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა, ასოცირების ხელშეკრულების 6 წლის შედეგად მიღწეულ წარმატებებზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელსა და პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ვიზალიბერალიზაციით მათთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობას,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ იმ  საგანმანათლებლო  პროგრამებს,  რომლებში ჩართულობაც თითოეული მსურველისთვის არის შესაძლებელი.

შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის  “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართაპროექტს საგარეო საქმეთა  სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორცხილებეს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.