ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე თელავის მუნიციპალიტეტის თანამშრომელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 6, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება, ასევე, გამახვილდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითებზე, საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და საფრთხეებზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალა გადაეცათ.
შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.