ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ყვარლის ევროკლუბის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 5, 2021
05.04.21 – ყვარელი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ყვარლის ევროკლუბის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობასა და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.