ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ზუგდიდის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 13, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ანა ცანავამ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა. ყურადღება, ასევე, გაამახვილა ნატოს შესახებ გავრცელებულ მითებზე, ანტი-დასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხეებზე.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ევროკავშირის პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებზე.
შეხვედრა პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.