ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ზუგდიდის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 5, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ანა ცანავამ, ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მომხსენებელმა ნატოს შექმნის ისტორიაზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა. ყურადღება, ასევე, გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობასა და ევროკავშირის პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებზე.