ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის საკითხებზე ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 21, 2022

21.03.22 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების პროექტის “საქართველოს სტუდენტური ერთობა” წარმომდგენლობასთან თანამრომლობით, ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მონაწილეებს ევროკავშირისა და ნატოს საქართველოსთან თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების მეთოდებზე. მომხსენებელმა, ასევე, იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროინტეგრაციულ პროცესებში ჩართულობა სთავაზობს. საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და იმ სარგებელს, რომელიც თითოეული დაინტერესებული პირისთვის არის ხელმისაწვდომი.
საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შემდგომ ნაბიჯებს, კერძოდ, იმ პროცედურულ ეტაპებს რომლებიც, უნდა გაიაროს გაწევრიანების მსურველმა სახელმწიფომ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერით საქართველომ გადაშალა ახალი ფურცელი ქვეყნის ევოინტეგრაციის ისტორიაში.
შეხვედრის დასასრულს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები გააცნო.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.