ევროინტეგრაციის საკითებზე ბათუმის სკოლის უფროსკლასელებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 8, 2020
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ქალაქ ბათუმის სკოლა-ლიცეუმის „Masterclass“ უფროსკლასელებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ევროკავშირისა და ნატოს მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ამოცანებზე ისაუბრა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკაზე და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშესახებ სარგებელზე. შეხვედრის მონაწილეებმა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის მიერ საგანმანათლებლო სფეროში გახსნილ შესაძლებლობებზე, მათ შორის Erasmus+ პროგრამის დეტალებზე.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია ანტი-დასავლური პროპაგანდის თავისებურებებსა და დეზინფორმაციულ ნაკადებთან გამკლავების მიზნით საზოგადოების მედეგობის გაძლიერებაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლა „Master Class“ პედაგოგები და სამომავლოდ ცენტრის ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის მზაობა გამოთქვეს.