ევროინტეგრაციის საკითხებზე ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 14, 2022

14.03.22 – იმერეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ინგლისური ენის პედაგოგთა სივრცის ერთობლივი ორგანიზებით, ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ახალგაზრდებს ევროკავშირის დაარსებისა და გაფართოების ისტორიაზე ესაუბრა და იმ ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აერთიანებს. ხაზი გაესვა ასოცირების ხელშეკრულებასა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.