ევროინტეგრაციის საკითხებზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივნისი 9, 2021

09.06.21 – სოფელი ნიკორწმინდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი თამარ გოგოლაძე, მოსწავლეებს ევროკავშირის ისტორიაზე, ევროკავშირის გაფართოებისა და ინსტიტუციური ფორმირების პროცესზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.