ევროინტეგრაციის საკითხებზე ამბროლაურის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აპრილი 6, 2021

06.04.21 – ამბროლაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, ევროკავშირის ისტორიაზე, ევროკავშირის გაფართოებისა და ინსტიტუციური ფორმირების პროცესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობაზე. ასევე, საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის შედეგად მიღებულ სარგებელსა და წესების დარღვევით გამოწვეულ საფრთხეებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.