ევროინტეგრაციის საკითხებზე ამბროლაურის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 20, 2021
20.05.21 – ამბროლაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, ევროკავშირის ისტორიაზე, მისი გაფართოებისა და ინსტიტუციური ფორმირების პროცესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობაზე. მოსწავლეები, ასევე, გაეცნენ ევროკავშირის პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებს. Შეხვედრის დასარულს, მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა საინფორმაციო ცენტრის მასალა გადასცა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.