ევროინტეგრაციის საკითხებზე ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 6, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, ევროინტეგრაციის საკითხებზე ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ონლაინ ლექცია გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულების 6 წლის შედეგად მიღწეული შედეგები და პერსპექტივები განიხილა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროგრამებით სტუდენტებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე, მათ შორის იმ საგანმანათლებლო პლატფორმებზე, რომლებში ჩართულობაც თითოეული მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი.
Erasmus + პროგრამაში ჩართულობის საკუთარ გამოცდილებაზე „USAID GGI“-ის სტაჟირების პროგრამის მონაწილემ ნათია პაქსაძემ ისაუბრა და თანატოლებს პროგრამაში წარმატებით ჩართვისთვის საჭირო დეტალები გააცნო.